ჩვენ შესახებ

ციფრული აკადემია (Digital Academy) შეიქმნა 2017 წელს სააგენტო Advertwise-ის მიერ. დღესათვის, ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი ტრენინგ ცენტრი მარკეტინგის და კომუნიკაციის სფეროში. ჩვენი მთავარი ფასეულობა არის ხარისხი, ხოლო ტრენინგის და მასტერკლასის თითოეული მონაწილის კმაყოფილება პრიორიტეტი.

ციფრული აკადემია, არის ადგილი თითოეული ადამიანის შესაძლებლობების განვითარებისთვის.

ციფრულ აკადემიაში გთავაზობთ ტრენინგებს და მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით, რითაც ხელს ვუწყობთ პროფესიულ განათლებას და ციფრული ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.

რატომ უნდა აირჩიოთ ციფრული აკადემია?

  • პროფესიული სწავლება - ჩვენი კურსდამთავრებულები შეიძენენ საჭირო ცოდნასა და უნარებს ამა თუ იმ სფეროში სამუშაოდ.
  • მაღალი ხარისხი - ხარისხი ჩვენი მთავარი ფასეულობაა. ჩვენი ტრენინგის და მასტერკლასის გავლისას მონაწილეები მიიღებენ თოერიულ ცოდნას, პრაქტიკულ რჩევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის მუშაობის პროცესში გამოყენებას.
  • სწავლა პრაქტიკიდან - ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ თოერიული გამოცდილების გაზიარებაზე, ჩვენთან ისწავლით პრაქტიკიდან, ტრენერები გაგიზიარებენ გამოცდილებას და თქვენთან ერთად განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებს.
  • პროფესიონალი ტრენერები - ჩვენთან ტრენერებს აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, ისინი ყოველთვის მზად არიან უპასუხონ თქვენს შეკითხვებს, დაგეხმარონ პროფესიულ საქმიანობაში; ყოველთვის მოტივირებული არიან საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გასაზიარებლად.
  • მოქნილი გადახდის სისტემა - ეტაპობრივი გადახდა, თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით.
  • რეკომენდაცია დასაქმებისას - წარმატებულ სტუდენტებს ციფრული აკადემია ხელს უწყობს დასაქმებაში და უწევს რეკომენდაციას დასაქმების პროცესში.

 

შემოგვიერთდით ციფრულ აკადემიაში და აქციეთ ცოდნა წარმატებად!

 

შემოგვიერთდი

შეარჩიე სასურველი ტრენინგი ან მასტერკლასი.

დარეგისტრირდი