21 საუკუნეში ადამიანები სულ უფრო მეტ მომსახურებას და პროდუქტს ყიდულობენ ონლაინ, ხოლო მათი უმრავლესობა მომსახურების/პროდუქციის შეძენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინტერნეტ სივრცეში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ პირობებში, სულ უფრო იზრდება ციფრული მარკეტინგის როლი, რადგან ეს არის მომხმარებლის ქცევაზე და გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების საშუალება. ციფრული მარკეტინგი დღეს ნებისმიერი ტიპის ბიზნესის განვითარების წინაპირობაა, მან შეიძინა უდიდესი მნიშვნელობა ბიზნესის მომხმარებელთან დასაკავშირებლად. ბიზნესის წარმატება დიდად არის დამოკიბული ციფრული მარკეტინგის ხელსაწყოების და მომხმარებელთა აუდიტორიის სწორად შერჩევაზე, კომპანიის ციფრულ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე.
წინ წამოიწია მარკეტერის სპეციალობამაც, თითქმის ყველა ბიზნესს ჰყავს საკუთარი ციფრული მარკეტერი, სოციალური მედია მენეჯერი ან დაქირავებული ციფრული მარკეტინგის კომპანია (სააგენტო). მარკეტერები, რომლებმაც კარგად იციან ციფრული არხების მართვა მრავალი კომპანიის მნიშვნელოვანი რგოლი გახდნენ.
რა არის ციფრული მარკეტინგი? - ეს არის ბრენდის, პროდუქტის და მომსახურების რეკლამირება ინტერნეტში, ბიზნესის ცნობადობის ზრდის და მომხმარებლის მოზიდვის შესაძლებლობა. კომპანიების უმრავლესობას ჰყავს სფეციფიური აუდიტორია, რომელიც წარმოადგენენ მათ პოტენციურ მომხმარებლებს, ბიზენსის უპირველესი ამოცანაა რომ საკუთარი ხმა მიაწვდინონ სწორედ ამ ადამიანებს. ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მის მიზნობრივ აუდიტორიასთან კავშირის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ხელსაწყოა.
დღეისათვის არსეობს ციფრული მარკეტინგის არაერთი ხელსაწყო, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ დასახული მიზნის მისაღწევად და სასურველი მომხმარებლის მოსაზიდად, მათ შორისაა: სარეკლამო ბანერები (ე.წ. Ads-ები), E-mail მარკეტინგი, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO), სოციალური მედია მარკეტინგი, მობილური აპლიკაციების მარკეტინგი და სხვა.
ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ვებ-გვერდის მარკეტინგი. სულ უფრო მეტი ბიზნესისთვის ვებ-გვერდი გახდა მომხმარებლებზე შთაბეჭდილების მოხდენის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, თუმცა ამ შთაბეჭდილების მოხდენამდე საჭიროა ვებ-გვერდზე ვიზიტორების მოზიდვა, მათი ოდენობის გაზრდა, ხოლო შემდგომ კი მათი მომხმარებად გადაქცევა.
პირველი და უმნიშვნელოვანესი რითაც უნდა დაიწყოთ საკუთარი ვებ-გვერდის განვითარება არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია. კვლევების თანახმად ინტერნეტ მომხმარებლების 71% ნებისმიერი ტიპის საქონლისა და მომსახურების ყიდვის პროცესს იწყებს საძიებო სისტემაში ინფორმაციის ძებნიდან (როგორიც არის მაგალითად Google search). ამიტომ, თქვენი ვებ-გვერდი საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციებზე უნდა გამოჩნდეს გამოჩნდეს, რისთვისაც გჭირდებათ ისეთი ვებ-გვერდი, რომლის შინაარსიც მორგებული იქნება საძიებო სისტემის მოთხოვნებზე. თუ ბიზნესი ყურადღებას არ აქცევს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ის კარგავს პოტენციური მომხმარებლების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს.
თქვენი ბიზნესის ინტერნეტ სივრცეში პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის ე.წ. ქონთენთ მარკეტინგი. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ციფრული მარკეტინგის კამპანაის ახორციელებთ, თითოეული მათგანისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის ვიზუალური და შინაარსობირივი ქონთენთის შექმნა, რაც მოიზიდავს თქვენს მომხმარებელს.
დღეს სოციალური ქსელების ეპოქაა, ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ სოციალური ქსელების მარკეტინგის როლი ბიზნესის განვითარების საქმეში. სოციალური მედიის მარკეტინგი იზიდავს თქვენს მიზნობრივ მომხმარებელს სხვადასხვა სოციალური ქსელის არხების მეშვეობით. სოციალური მედიის მარკეტინგის მნიშნველოვანი ნაწილია ქონთენთი და სოციალური ქსელის არხის სწორი შერჩევა, ბიზნესის სპეციფიკის და ქვეყენაში არსებული ტენდენციის გათვალისწინებით.
ციფრული მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია რის ე.წ. pay per click Ad-ები, ამ მხრივ Google Ads მოწინავე ხელსაწყოა, შეიძლება ითქვას, რომ ციფრული მარკეტინგი საქართველოში დიდწილად ამ ხელსაწყოს ეფუძნება, რადგან ჩვენ ქვეყანაში Google ყველაზე ფართოდ გამოყენებად პლატფორმაა, შესაბამისად ციფრული მარკეტერები ძირითად აქცენტს სწორედ Google Ads-ის გამოყენებაზე აკეთებენ, რაც საკმაოდ სწორი გათვლაა.
ჩვენს ბლოგში ციფრული მარკეტინგის ხელსაწყოებს მომავალში დეტალურად განვიხილავთ, რაც უფრო სწორ შტაბეჭდილებას შეგიქმნით ციფრულ მარკეტინგზე და იმაზე, თუ რატომ უნდა შეისწავლოთ მარკეტერის პროფესია.
ციფრულ აკადემიაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ ციფრული მარკეტინგის სასწავლო კურსები სხვადასხვა მიმართულებით. ისწავლოთ ციფრული რეკლამის სწორად დაგეგმვა, აუდიტორიის შერჩევა, ქონთენთის შექმნა, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, გრაფიკული დიზაინი და სხვა მიმართულებები, რომლებიც იქნება ციფრულ სამყაროში თქვენი წინსვლის გარანტია.
შემოგვიერთდით ციფრულ აკადემიაში და აქციეთ თქვენი ცოდნა წარმატებად!