Google-ის კვლევით ყოველდღიურად მსოფლიოში დაახლოებით 3.5 მილიარდი ძებნა ხორციელდება, ეს მხოლოდ Google-ის სტატისტიკაა, რომელიც არ მოიცავს სხვა საძიებო სისტემებს. იცით ეს რას ნიშნავს? ნებისმიერი პროდუქტის და მომსახურების მომხმარებელი არის ინტერნეტში, რომელიც ეძებს იმას რაც სჭირდება.
აქვე მეორე სტატისტიკა - ვებ-გვერდების 98.88% არ ჩანს Google-ში. რას ნიშნავს ეს? - ადამიანები ამ ვებ-გვერდებზე საძიებო სისტემებში ძებნის შედეგად არ შედიან (არ აქვთ ე.წ. organic reach), თუ ვებ გვერდი არ უშვებს რეკლამას (Paid reach).
კიდევ ერთი სტატისტიკა, მომხმარებლების 80% მეტად ენდობა იმ ვებ გვერდებს საძიებო სისტემაში, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე საძიებო სისტემაში ხვდებიან არა რეკლამis ხარჯზე, არამენდ საძიებო სისტემის ალგორითმის დაგენერერებით, ბუნებრივად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ აქვთ მაღალი ხარისხის ქონთენთი, მათ კარგად იცნობს საძიებო სისტემა, მათ შესახებ წერენ სხვებიც და აქვთ სხვა მომხმარებლების ნდობა.
როგორც უკვე აღნიშნეთ, მოხმარებელი ეძებს რაც სჭირდება საძიებო სისტემებში, მაგალითად Google-ში, საძიებო სისტემაში ის იღებს პასუხებს ანუ ხედავს მისთვის სასურველ პროდუქტებს, პოულობს ზუსტად იმას რასაც ეძებს, შემდეგ კი იღებს გადაწყვეტილებას შეიძინოს პროდუქტი/მომსახურება. ანუ საძიებო სისტემა ახდენს დიდ გავლენას მომსახურებისა და პროდუქტების გაყიდვის ციკლზე.
კვლავ ვაგრძელებთ სტატისტიკას და კვლევის შედეგებს - მომხმარებლები იშვიათად გადადიან საძიებო სისტემასი გამოტანილი შედეგების მეორე გვერდზე. შესაბამისად თუ თქვენი ბიზნესი არ არის პირველ გვერდზე - არ აქვს კლიკი, შესაბამისად არ აქვს ნდობა და თქვენ, როგორც ბიზნესის მეპატრონე, ამ დროს კარგავთ მომხმარებლს.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ტიპის და ზომის ბიზნესის წარმატებისთვის დღეს უკვე კრიტიკული ხდება საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO), რადგან თანამედროვე პირობებში არ არსებობს გაყიდვები საძიებო სისტემის გარეშე და არ არსებობს მარკეტინგი SEO-ს გარეშე.
SEO-ს უპირატესობები მარკეტინგის სხვა ხელსაწყოებთან შედარებით:
- ეკონომიურობა - SEO მარკეტინგის სხვა ხელსაწყოებთან შედარებით უფრო იაფია, მის მიერ მოტანილი შედეგის გათვალისწინებით.
- გრძელვადიანი ინვესტიცია - SEO აუდიტორიას ქმნის ეტაპობრივად, შეუძლებელია გვერდის მოწინავე პოზიციების დაკავება ერთ დღეში, თუმცა ვებ-გვერდის დაწინაურება იღებს ხანგძლივ ეფექტს და ქმნის ხილვადობას საკმაოდ მასშტაბური და რაც მთავარიან მიზნობრივი აუდიტორიისთვის.
- სანდოობა - როგორც უკვე აღვნიშნეთ მომხმარებლები ენდობიან ვებ გვერდებს, რომლებიც საძიებო სისტემებში მოწინავე ადგილს იკავებენ, შესაბამისად იზრდება ნდობა ბიზნესისადმი, რაც არის თქვენი მომსახურების/პროდუქტის გაყვიდვის პირობა.
მობილური მოწყობილობების აქტიურად გამოყენებამ კიდევ უფრო გაზარდა საძიებო სისტემებში მცირე ბიზნესის ძებნის სიხშირე, მომხმარებლები ყოველდღიურად სულ უფრო ხშირად ეძებენ პირველადი მოხმარების ნივთებს და დაწესებულებებს, ლოკალურ ბიზნესებს. მაგალითად, ხშირად ვეძებთ „უახლოესი ყავის მაღაზია“ ან რაიმე მსგავსი და აქ ისევ შედეგები, ვუყურებთ იმ ყავის მაღაზიებს, რომლებიც პირველ გვერდზე გვხვდება საძიებო სისტემაში. ამიტომ, მცირე ბიზნესებისთვისაც კი სეო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ამ ბიზნესის წარმატების გარანტია ხდება.
შედეგად გვჭირდება ადამიანები ვინც იცის როგორ გააკეთოს საძეიბო სისტემის ოპტიმიზაცია, SEO-ს საფუძვლების ცოდნა ასევე გადამწყვეტი ხდება მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, ვებ-დეველოპერებისთვის, ქონთენთის შემქმნელებისთვის, რათა მათი შექმნილი პროდუქტი მეტად კონკურენტუნარიანი იყოს.
დღეს SEO გარდაიქმნა ცალკე პროფესიად და გახდა მთელი რიგი სხვა პროფესიების განუყოფელი ნაწილი.
თქვენც შეისწავლეთ საძეიბო სისტემის ოპტიმიზაცია ჩვენთან და აქციეთ თქვენი ცოდნა წარმატებად!