ვექტორული ილუსტრაციების ანიმაცია

ვექტორული ილუსტრაციების ანიმაცია

    თუ გსურს, შენი მოგონილი პერსონაჟები ეკრანზე გააცოცხლო, გურიკას და ოთოს კურსი დაგხატავს. Ჩვენი მენტორები შენთან ერთად გაივლიან ანიმაციის წარმოების გზას და შეგასწავლიან მხატვრულ საიდუმლოებებს ფერთა თეორიიდან მოძრაობის დიზაინამდე. 

   პრაქტიკული კურსის განმავლობაში შეძლებ შეიმუშავო საკუთარი პერსონაჟები და შეიძინო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია მულტიმედიის ბაზარზე. მენტორებისგან ფიდბექს რეგულარულად მიიღებ, ბოლოს კი ფრილანს პროექტების მოძიების გზებსაც გაეცნობი. მიეცი ნიჭსა გზა ფართო! შემოგვიერთდი.

ტრენერები

ტრენერი

ოთო ხოხიაშვილი

ოთო, ილუსტრაციისა და ანიმაციის გურუ, უკვე 5 წელია შემოქმედებითი ინდუსტრიაში მოღვაწეობს. მისი კარიერა 150-ზე მეტ პროექტს ითვლის კომპანიებისთვის, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, ვოლტი, თიბისი და საქართველოს ბანკები. ამჟამად თანახელმძღვანელობს სტუდია "Ping-Pong"-ს.

ტრენერი

გურიკა ჩოხელი

თქვენს წინაშეა ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ფლაგმანი, დიზაინერი, ანიმატორი, მუსიკოსი და "ობიექტურად კარგი თამადა", გურიკა ჩოხელი. მის ანგარიშზეა ურიცხვი საერთაშორისო ჯილდო, დამოუკიდებელი პროექტი და თანამშრომლობა როგორც ლოკალურ, ასევე - გლობალურ ბრენდებთან. "Ping-Pong" სტუდიის თანადამფუძნებელი თანამშრომლობს ბრენდებთან, როგორებიცაა ვოლტი, ალტერ-ვიჟენი და თიბისი ბანკი.

სხვა ტრენინგები

ინფორმაცია

ტრენინგის ხანგრძლივობა

10 კვირა

შეხვედრები

20 შეხვედრა

დასაწყისი

2021-03-29

დასასრული

2021-06-07

ღირებულება

800.00

გადმოწერე

სილაბუსი

რეგისტრაცია